Wednesday, June 17, 2015

დიდი დეპრესია

didi depresia

დიდი დეპრესია — მასიური გლობალური ეკონომიკური ვარდნა, რომელიც გრძელდებოდა 1929 წლიდან დაახლოებით 10 წლის განმავლობაში. მან გამოიწვია უამრავი ბანკის გაკოტრება, რეკორდული უმუშევრობა, ისევე, როგორც მთლიანი ეროვნული პროდუქტის, ინდუსტრიული წარმოების, აქციათა ბაზარზე ფასთა და ასევე პრაქტიკულად ეკონომიკის ზრდის ყველა პარამეტრის მკვეთრი ვარდნა. სახელწოდება "დიდი დეპრესია" ამ მოვლენისთვის დარქმეულ იქნა იმ მიზეზის გამო, რომ ეს იყო ინდუსტრიული ქვეყნების ისტორიაში ყველაზე მასშტაბული ვარდნა წარმოებასა და პროდუქტიულობაში, და რომ მისი ეფექტი საგრძნობლად მტკივნეული იყო მთელ ინდუსტრიულ მსოფლიოსა და მათი სავაჭრო პარტნიორებისთვის განვითარებად ქვეყნებში.
ტერმინი "დიდი დეპრესია" მიუთითებს არა მხოლოდ ეკონომიკურ მოვლენაზე, ის ასევე განსაზღვრავს ერთ მთლიან კულტურულ პერიოდს, რომელსაც მარტივად "დეპრესიას" უწოდებენ, და პოლიტიკურ გამოძახილს ამ ეკონომიკური მოვლენებისადმი.

დიდი დეპრესია, საკვების ასაღებად მისული ხალხის რიგი პლაკატის ფონზე: ”არ არსებობს სხვა ისეთი ცხოვრების წესი, როგორიც ამერიკულია”



დიდი დეპრესიის მიზეზები
 ეკონომისტები, ისტორიკოსები და პოლიტიკური მეცნიერები დიდი დეპრესიის მიზეზთა მრავალ თეორიას ასახელებენ. ამგვარად ის ეკონომიკური ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მეტად შესწავლილ მოვლენად რჩება დღემდე. საერთო მოსაზრებით დიდი დეპრესიის მიზეზი ძირითადად მთავრობის მიერ მონეტარული პოლიტიკის არასწორი მართვა გახდა.
  ძირითადი კაპიტალისტური ეკონომიკის თეორიები ყურადღებას ამახვილებს წარმოებას, მოხმარებასა და კრედიტს შორის ურთიერთობაზე მაკროეკონომიკის განხრით, და პირად ინცენტივებსა და მსყიდველობით გადაწყვეტილებებზე მიკროეკონომიკის განხრით. ეს თეორიები ცდილობს დააწყოს მოვლენათა ქრონოლოგია ისე, რომ გაირკვეს რამ გამოიწვია ინდუსტრიული სამყაროს მონეტარული სისტემისა და მათი სავაჭრო ურთიერთობების ჩავარდნა. მათგან განსხვავებით მარქსისტული ეკონომიკის თეორია ყურადღებას ამახვილებს ურთიერთობაზე წარმოების კონტროლსა და სიმდიდრის კონცენტრაციას შორის. მარქსისტებისთვის დიდი დეპრესია გარდუვალია კაპიტალიზმისთვის და ეს მოვლენა საკვირველი არ უნდა იყოს.
  ბოლო დროს, ეკონომისტთა უმრავლესობა ემხრობა მოსაზრებას, რომ საფონდო ბაზრის კრახი 1929 წელს არ ყოფილა დიდი დეპრესიის პირდაპირი მიზეზი, არამედ უფრო შედეგი, რომელმაც კატალიზატორის როლი შეასრულა და მოვლენების დრამატულ განვითარებამდე მიგვიყვანა. იმდროინდელი ეკონომიკური მონაცემების სტატისტიკის შესწავლით ნათელი ხდება დეპრესიის უფრო ღრმა მიზეზები, რომელსაც ასევე თან სდევდა ევროპის ეკონომიკური დაღმასვლა. დღეისთვის, ყველაზე მიღებულია პეტრე ტემინის თეორია: დიდი დეპრესია გამოწვეული იყო შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის მიერ წლების განმავლობაში გატარებული კატასტროფულად მცდარი მონეტარული პოლიტიკით, რომელიც წინ უძღოდა დიდ დეპრესიას. ინფლაციის შეკავების მიზნით ფულის მიწოდების შეზღუდვის პოლიტიკამ მწვავე უკურეაქცია გამოიწვია, ვინაიდან ეკონომიკის ფაქტობრივი პრობლემა დეფლაცია იყო.

ამერიკელები მიიჩნევენ, რომ დიდი დეპრესია გამოწვეული იყო საფონდო ბირჟის კრახით 1929 წლის ოქტომბერში.  დოუ ჯონსის ინდექსის მიხედვით, ნაჩვენებია აქციის ფასები 1929 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, მაგრამ ყურადღება მივაქციოთ, როგორ იჩინა მან თავი 5 თვის განმავლობაში, 1930 წლის აპრილის შუა რიცხვებამდე. ოქტომბრის კრახმა გამოიწვია დიდი დეპრესია, მაგრამ ვის შეუძლია ახსნას, რომ ამ კრახის შედეგმა თავი 1930 წელს გამოიღო? 1930 წლის აპრილის შუა რიცხვებში, აქციის ფასი 165ს გაუტოლდა. აშკარად რაღაც მოხდა მაის-ივნისის განმავლობაში, რამაც გამოიწვია აქციის ფასის შემცირება.

დიდი დეპრესიის გამომწვევი ოთხი მთავარი შეცდომა,რომელმაც გამოიწვია  ეკონომიკის კრიზისული მდგომარეობის გაწელვა:
ფულის მიწოდების მკვეთრი შემცირება 1930-33 წლებში და ასევე 1937-1938 წლებში შემცირებული აგრეგირებული მოთხოვნა და რეალური წარმოება. ფულის მიწოდება ნელ-ნელა გაიზარდა 20-იან წლებში. 1921 წლიდან 1929 წლის ჩათვლით, ფულის მარაგი გაიზარდა დაახლოებით 2.7 %-ით. ფასების დონე ძალიან მცირედით იწევდა დაბლა.
სმუთისა და ჰოლის სავაჭრო კანონპროექტმა (1930 წელს მიღებული) გაზარდა ტარიფები და საერთაშორისო ვაჭრობის მოცულობა მკვეთრად შეამცირა. 1930 წლის 17 ივნისს ხელმოწერილმა სმუთისა და ჰოლის კანონპროექტმა გამოიწვია ტარიფების 50%-ზე მეტით გაზრდა დაახლოებით 3200 იმპორტულ პროდუქციაზე.

რეცესიის შუაგულში გადასახადების მკვეთრმა ზრდამ უარესი შედეგი გამოიღო. კეინსიანური რევოლუციის წინა პერიოდში, გავრცელებულ შეხედულება იყო ის, რომ ბიუჯეტი უნდა ყოფილიყო დაბალანსებული. ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ბიუჯეტი იყო დეფიციტური 1931 წელს და ეს დეფიციტი კიდევ უფრო მაღალი იყო 1932 წლისთვის. ახალარჩეული დემოკრატების მაჟორიტართან ერთად, ჰუვერის ადმინისტრაციამ დააწესა გადასახადების ისეთი მაღალი დონე, როგორიც ამერიკის ისტორიას არ ახსოვდა. როგორც გრაფიკი გვიჩვენებს, ყველაზე დაბალი ზღვრული გადასახადის დონე 1.5 პროცენტიდან 4 პროცენტამდე გაიზარდა. ყველაზე მაღალი გადასახადის დონე თუ იქამდე 25 პროცენტი იყო, ამ რეფორმის შედეგად 63 პროცენტამდე გაიზარდა. საშემოსავლო გადასახადების განაკვეთები გაიზარდა ყველა დონეზე დაახლოებით 150 %-ით. ამან გამოიწვია გადასახადების შემდეგ არსებული შემმოსავლის შემცირება საოჰახო მეურნეობებისთვის, ისე სტიმულები დაუკარგა ადამიანებს რომ გამოემუშავებინათ რამე და ინვესტიციები ჩაედოთ.


ფასის კონტროლი, არაკონკურენტული პოლიტიკა და მუდმივი სტრუქტურული ცვლილებეი რუზველტის ადმინისტრაციის განმავლობაში, გახდა მიზეზი არასანდოობისა და შეარყია ბაზრები. პრეზიდენტი რუზველტი აირჩიეს 1932 წელს და ბევრი ისტორიის წიგნი ჯერ კიდევ მიიჩნევს მის პოლიტიკას დიდი დეპრესიის დასასრულის მიზეზად. მრავალრიცხოვანი პოლიტიკური ცვლილებები განხორციელდა რუზველტის დროს და ზოგიერთი მათგანი სასარგებლო აღმოჩნდა. 1933 წელს, პრეზიდენტმა რუზველტმა ხელახლა შეაფასა ოქროს ფასი და ერთი უნცია ოქროს ფასი 20$-დან 35$-მდე გაზარდა. ამან ხელი შეუწყო ფულის მასის გაფართოებას. რუზველტის ადმინისტრაციამ ასევე დააკანონა სამთავრობო დეპოზიტების დაზღვევის პროგრამა, რამაც დაიცვა ანარები იმ შემთხვევაში, თუ ბანკები გაკოტრდებოდნენ და ასევე შეამცირა ბანკების გაკოტრების შემთხვევები.

რა გვასწავლა დიდმა დეპრესიამ?
 დიდმა დეპრესიამ გვიჩვენა რამდენიმე გაკვეთილი, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან პრობლემები მომავალში. 
დიდი დეპრესია ნათლად გვიჩვენებს, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ფულის მასის შემცირება გამოიწვევს ეკონომიკური აქტივობების გაუარესებას, გამოიღებს უარყოფით შედეგებს ეკონომიკისთვის.
დიდმა დეპრესიამ გააბათილა არგუმენტი იმის შესახებ, რომ სავაჭრო ურთიერთობების შეზღუდვა დადებითი შედეგების მომტანი იქნება.
დიდმა დეპრესიამ გააბათილა არგუმენტი იმის შესახებ, რომ სავაჭრო ურთიერთობების შეზღუდვა დადებითი შედეგების მომტანი იქნება.
პოლიტიკური ცვლილებები არ უნდა იყოს ხშირი და იმპულსური. რადგან ადამიანებს რწმენა ეკარგებათ და უქრებათ მოტივაცია, რაიმეს მოჰკიდონ ხელი.
           30-იანების გამოცდილებამ გვიჩვენა ეკონომიკური ლიტერატური მნიშვნელობა. ეს   კატასტროფები გამოწვეული იყო იმით, რომ ამ ეკონომისტებს საკმარისი ეკონომიკური სახელმძრვანელოების ცოდნა არ ჰქონდათ.




1 comment:

  1. დიდი დეპრესია პირდაპირ გამოძახილია იმ ფაზისა, რომელშიც კაცობრიობას მოუწია ცხოვრება იმ პერიოდში, რომელიც ფორმის მანიის ფაზად უნდა მოვიხსენიოთ, რაც ნიშნავს მსოფლიოს სახელმწიფოთა შორის თვითიზოლაციონისტური პოლიტიკის წარმოებას, რომელიც აისახა კიდეც სახელმწიფოს როლის ზრდაში და 1933 წელს ამოქმედებულ პროგრამა new deal-ში (ახალი კურსი), რაც ეკონომიკურ რეორგანიზაციაში ფედერალური მთავრობის აქტიურ მონაწილეობას გულისხმობდა. სწორედ ფაზასთან შესაბამისმა ქმედებებმა უზრუნველყო ამერიკის მომავალი განვითარება და აღმასვლა, რუზველტის ალღომ და პოლიტიკურმა ინტუიციამ უზრუნველყო ფაზასთან შესაბამისი ქმედებების წარმოება და აშშ-ს კრიზისიდან გამოყვანა.

    ReplyDelete